https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჟვანიას საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარედგინათ

18:02; 4.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პროკურატურამ ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მ. გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს რ. ლაზარიას ბრალი წარუდგინა.

2015 წლის 31 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალდება წარედგინათ: საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიასა და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას. საქმე ეხება მ. გვარამიასა და რ. ლაზარიას მიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას.

გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2005 წლის 03 თებერვალს, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებთან ერთად, გამოძიების წარმოება დაევალათ თბილისის ვაკე-საბურთალოს იმჟამინდელ რაიონულ პროკურორს მამუკა გვარამიასა და პროკურორის თანაშემწეს როსტომ ლაზარიას.

გამოძიების პირველ ეტაპზე, მოცემულ საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო მ. გვარამია, რომელიც უშუალოდ ატარებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორებიცაა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრების, მათ შორის: კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას დაკითხვებს, რომელთა ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე რეალური გარემოებების დადგენა.

დაკავებული თანამდებობებიდან გამომდინარე, მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას, როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრებს, ევალებოდათ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების წარმოება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა მიზანი იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე „ცხელ კვალზე" მტკიცებულებათა მოპოვების გზით, ჭეშმარიტების დადგენა.

მიუხედავად აღნიშნულისა, მ. გვარამიამ და რ. ლაზარიამ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის შესახებ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. კერძოდ:

2005 წლის 04 თებერვალს, მამუკა გვარამიამ მოწმის სახით დაკითხა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია. ჩვენებაში დაფიქსირდა, რომ თითქოსდა 2005 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, მ. ძაძამიამ ქ. თბილისში, სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ზ. ჟვანიას მითითებით შეიძინა: ერთი ბოთლი კონიაკი „ძალიან ძველი", „ნიკორას" ფირმის სოსისი, ძეხვი, ორი ბოთლი ნატურალური წვენი, რის შემდეგაც მივიდნენ ქ. თბილისში, საბურთალოს ქუჩა #53ა-ში მდებარე ბინაში.

მას შემდეგ, რაც შემთხვევით გამოძიებისთვის  ზ. ჟვანიას ოჯახის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტი მუშაობდა 22:00 საათამდე და შესაბამისად ძაძამია ვერ შეიძენდა ჩვენებაში დაფიქსირებულ პროდუქციას, მამუკა გვარამიამ, 2005 წლის 10 თებერვალს დამატებით დაკითხა მიხეილ ძაძამია და ჩვენებაში დააფიქსირა, რომ  თითქოსდა  2005 წლის 2 თებერვალს  სასმელი და პროდუქტები შეიძინა არა სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში, არამედ საბურთალოს #37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ „ლილე"-ში.

მიხეილ ძაძამიას მიერ შემთხვევის ადგილზე  სასმელისა და საკვები პროდუქტების  მიტანის ფაქტის მეტი დამაჯერებლობისთვის მამუკა გვარამიამ, როსტომ ლაზარიასთან ერთად, შეადგინა ყალბი დათვალიერების ოქმი და გაყიდული პროდუქციის ამსახველი  კომპიუტერული  ბაზის ყალბი ამონაწერი მასზედ, რომ თითქოსდა მათ  2005 წლის 11 თებერვალს თბილისში, საბურთალოს ქუჩა N37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ „ლილე"-ში მოახდინეს გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის დათვალიერება და დათვალიერების ოქმს დაურთეს რეალიზებული პროდუქციის ამსახველი ამონაწერი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა თითქოსდა ხელმოწერით დაადასტურეს სუპერმარკეტის თანამშრომლებმა. დათვალიერების ოქმში და გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის ამონაწერში მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ დააფიქსირეს ზუსტად იმავე კოდის მქონე სასმელი და საკვები პროდუქტები, რომელებიც აღმოჩენილი იქნა შემთხვევის ადგილზე. მ. გვარამიამ და რ. ლაზარიამ იცოდნენ რა, რომ სუპერმარკეტ „ლილე"-ს კომპიუტერულ ბაზაში არ იყო დაფიქსირებული მიხეილ ძაძამიას  ჩვენებაში აღწერილი და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სასმელი და საკვები პროდუქტები, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ ასახეს სუპერმარკეტ „ლილე"-ში გაყიდული პროდუქციის ამსახველ კომპიუტერულ ბაზაში არსებული რეალური მონაცემები და მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. აღნიშნული დადასტურებულია გამოძიების პროცესში ჩატარებული ექსპერტიზითა და სუპერმარკეტის თანამშრომლების დაკითხვებით.

გაყალბებული ოქმი და ამონაწერი, როგორც საქმის მტკიცებულება, მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ მოათავსეს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რითაც გამყარებული იქნა იმჟამად პროკურატურის მიერ გაცხადებული ვერსია, რომლის თანახმადაც ბინაში, სადაც ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გვამები იქნა აღმოჩენილი, მაგიდაზე გაშლილი იყო სუფრა, ხოლო სუფრაზე მოთავსებული იყო ის სასმელები და პროდუქტები, რომლებიც ჩამოთვლილია სუპერმარკეტ ,,ლილეს'' რეალიზებული პროდუქციის გაყალბებულ ამონაწერში.

მ. გვარამიასა და რ. ლაზარიას ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი. კერძოდ: შემთხვევის ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობის განზრაზ დამახინჯებით ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას, შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

2015 წლის 29 იანვარს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას დაკავების შესახებ განჩინების მიღების თობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.

მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას  ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

2015 წლის 4 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის ოჯახს შს მინისტრის მოადგილე შეხვდა

ხიდაშელი "თავისუფალ თაობას": შვილებს თავი დაანებეთ ტურებო

ყველა სიახლე

სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10.01.2026
საზოგადოება

რას უნდა მიექცეს ყურადღება სასაწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით – ეპიდემიოლოგის რჩევები

19:41; 10.01.2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10.01.2026
მსოფლიო

„მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

18:45; 10.01.2026
პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10.01.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

18:21; 10.01.2026
სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:43; 10.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10.01.2026
საზოგადოება

საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში

14:47; 10.01.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

12:56; 10.01.2026
საზოგადოება

“ოქროს ბირჟის” დირექტორი: მაღაზიები მუშაობს, სართულზე სადაც ხანძარი იყო, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

12:40; 10.01.2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12:22; 10.01.2026
საზოგადოება

თოვა და შეზღუდული ხილვადობა- სად შეიზღუდა მოძრაობა

12:09; 10.01.2026
Close up view of hand grenade on wooden background
ზაფრანი

„ორიგინალური“ საახალწლო სიურპრიზი

11:58; 10.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო