"კოალიცია ხშირად იკრიბება და საუბრობს, თუმცა, როგორც ჩანს, რეგიონებში კომუნიკაციის პრობლემა არსებობს", _ ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
"ახმეტაში განვითარებული მოვლენები, ეს არაა ახლა დაწყებული. ესაა წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების გაგრძელება, სადაც აქტიურად იყო ჩართული ზვიადაური. ამაზე დიდი ხანია ახმეტის "რესპუბლიკური პარტიის" წევრები საუბრობენ", _ განაცხადა სამნიძემ და დასძინა, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებია ჩხოროწყუსა და ცაგერის რაიონებში, სადაც დეპუტატები უხეშად ერევიან ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
"არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდეგ შემოუერთდნენ უმრავლესობას, თვლიან, რომ მათ ისევ შეუძლიათ თავისი კანონები გამოიყენონ.
ამიტომ, კოალიციური თანამშრომლობა, რომელიც ცენტრში უმჯობესდება, რეგიონებში არ აისახება.
აქ ისევ ძველ სტილში მიდის თანამშრომლობა. ამას სჭირდება გამართვა."