საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნუკაციის დეპარტამენტის ინფორმაციით მომხდარის დეტალების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.
"განხორციელებული კიბერ შეტევის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება აამოქმედოს სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე ნაწილობრივ არის დასრულებული. შესაბამისად ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს მასზე მოცემული არასრული ინფორმაციის გამო და ვაცნობებთ, რომ საიტის საინფორმაციო კონტენტის შევსება ახლო მომავალში დასრულდება. ვებ-გვერდის ახალი ვერსია მისამართზე www.mfa.gov.ge დღის განმალობაში გახდება ხელმისაწვდომი. ამჟამად შეფერხებით მუშაობს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ვებ- გვერდებიც" _ აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში