რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ოზურგეთის მერიაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით საქმე ეხება ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ერთერთი მრავალსულიანი ოჯახის სახლიდან გამოსახლებას.
"ქ. ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩა N28-ში მცხოვრები, რეზო ვაშალომიძის მრავალსულიანი ოჯახის გამოსახლების საკითხი გარკვეული ვადით გადაიდო.
ვინაიდან ხსენებული ოჯახი სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანია, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და შუამდგომლობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცედურები გარკვეული ვადით შეაჩერა.
ქალაქის მერია მუშაობს უახლოეს პერიოდში ამ ოჯახისათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოძებნის საკითხზე", _ აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.