ამჯერად, „ლუკოილ ჯორჯიამ“ ფასები კომპანიის ქსელში ყველა კატეგორიის საწვავზე 5 თეთრით შემცირდა.
ამ დროისთვის კომპანიის ქსელში ყველაზე იაფი ევრო რეგულარი ღირს, რომლის ფასი 1,59 ლარამდე შემცირდა, პრემიუმ ავანგარდი და ევრო დიზელი – 1,74 ლარი, ევრო სუპერი – 1,82 ლარი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასები სხვა ქსელშიც შემცირდება და ეს ცვლილება უახლოეს დღეებში საცალო ქსელში აისახება.
ნავთობპროდუქტების მსხვილმა რეალიზატორებმა საწვავზე ფასები ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეამცირეს. 2014 წლის აგვისტოს შემდეგ საწვავზე ფასები დაახლოებით 60 თეთრით შემცირდა.