საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდენის პროგრამა ოფიციალურად დაამტკიცა.
პროგრამა იმ საკითხების ჩამონათვალს მოიცავს, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ აბიტურიენტებს გამოცდების ჩასაბარებლად შემდეგ საგნებში:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში (სავალდებულო გამოცდა); ლიტერატურაში (არჩევითი გამოცდა); უცხოურ ენებში; გეოგრაფიაში; ბიოლოგიაში; ქიმიაში; მათემატიკაში; ზოგად უნარებში; სამოქალაქო განათლებაში; ფიზიკაში; სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს კიდევ ერთი საგანი – სამოქალაქო განათლება წელს დაემატა.