წითელი ჯვრის ეგიდით, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები გრძელდება.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გალში, ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის, „წითელი ჯვრის“ ეგიდით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. საქართველოს მხრიდან, მოლაპარაკებებს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაესწრება.
შეხვედრის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა.