გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე -ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებმა წითელი ნუსხის სახეობის წაბლის ჯიშის ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვეს. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1712 ლარი.
უკანონოდ მოჭრილი წაბლის ჯიშის ხე-ტყე დაილუქა.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა ყვარლის შსს სამმართველოს.