უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო გამოცემა El Pais-სთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუკი უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი არ დასრულდება, მზად არის მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.
"თუკი კონფლიქტი გაღრმავდება, მზად ვარ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოვაცხადო და რადა ამაში მხარს დამიჭერს.
ჯერჯერობით ამას არ ვაკეთებ, რადგან საომარი მდგომარეობა თავისუფლებისა და დემოკრატიის გარკვეულ შეზღუდვებს გამოიოწვევს.
ასევე უკრაინის ეკონომიკას უდიდესი საფრთხე დაემუქრება“- განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მინსკის მოლაპარაკებები „გაყინულია“, ქვეყანა მასზე უარის თქმას არ აპირებს.
„სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს აუცილებელია,რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. მე მშვიდობის პრეზიდენტი ვარ და არა ომის. ვიცი, რომ საომარი მოქმედებებით ,ეს პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ უკიდერუსად გვჭირდება იარაღი, მაგრამ მხოლოდ თავდაცვისთვის“ – განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკოს თქმით, რუსეთმა უკვე მიიღო თავისი ავანტიურის საფასური.
“ჩვენი მიზანი რუსეთის დასჯა არ არის, მთავარია ამ სადამსჯელო მექანიზმების საშაულებით, რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“– აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკოს თქმით, უკრაინა ჩეჩნეთი არ არის და არ სურს ქვეყანაში იგივე სცენარი განვითარდეს, რაც ჩეჩნეთში იყო.
„ჩეჩნეთში, ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ეს ეროვნული კატასროფის ტოლფასია. უკრაინა ჩეჩნეთი არ არის. არ მინდა, მსგავსი მოვლენები უკრაინაში განვითარდეს. კონფლიქტის მოსაგვარებლად , პუტინის დახმარება არ გვჭრდება. მას ჩვენი დახმარება, ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანით შეუძლია. გარდა ამისა, ჩეჩნეთში გენერალ დუდაევსა და მის ხალხს საკუთარი პრინციპები და კრიტერიუმები ჰქონდათ, აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტები კი რუსეთის მარიონეტები არიან“- განაცხადა პოროშენკომ