ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი შიხიაშვილს, გუშინ, გორის კომბინატის კულტურის სახლში, რეგიონის ვეტერანებმა სტალინის ძეგლის აღდგენა მოსთხოვეს.
შიხიაშვილის გორელ ვეტერანებთან შეხვედრის კადრები სააგენტო Qartli. ge-მ გაავრცელა.
_ მე და, რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანი უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს და მის ნათქვამ სიტყვას ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს. უწმინდესი ყოველ 21 დეკემბერს პანაშვიდს უხდის სტალინს. მოიხსენიებს მის სულს. უწმინდესმა მითხრა, რომ ის იყო ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფე. აქედან გამომდინარე, ვინც მტარვალი და ქვეყნის დამაქცევარია, უწმინდესი ისეთ კაცს პანაშვიდს არ გადაუხდის. უწმინდესმა მითხრა, რომ ის იყო უკანასკნელი, ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფეო, მე მჯერა მისი, _ აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.