"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის და ის ფაქტი, რომ მოხდა ამ საქმის სწრაფი გამოძება, არის ჩემთვის საამაყო", _ განაცხადა მიუნხენში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა, თუმცა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოძიების პროცესში იყო ჩართული.
"მე თავს შევიკავებ წინასწარ რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, რასაკვირველია მაქვს ინფორმაცია ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ მირჩევნია დაველოდოთ პროკურატურას, მათ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებას,"-განაცხადა პრემიერმა.