"პირადი შურისძიება გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია." _ ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
"სხვა დანარჩენ კითხვაზე პასუხს ალბათ გამოძიება გასცემს. დამკვეთიც, შემსრულებელიც, აღმსრულებელიც და ორგანიზატორიც არის დანაშაულის ჩამდენი პირები. დღეის მდგომარეობით, საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გამოძიების ეფექტურობის იმედი მაქვს", -აღნიშნა ადვოკატმა.