ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის 07 თებერვალს ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 3 000 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.