ბორის უნგიაძე:
_ ეს არ არის კონკურსი _ ეს არის დანიშვნითი სისტემა, კომუნისტური გადმონაშთი. ეს არის პოპულიზმი და ამით მანიპულირებენ ხალხზე. სამწუხაროდ, არაფერი ისეთი არ ხდება, რომელიც ხალხისთვის იყოს მისაღები. კონკურსი კარგია იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო გამოვლინდება და მე ვერ ვხედავ ამას ვერსად.
გუგა ანთიძე:
_ არ ჩავრეულვარ. გვარებითაც არ ვიცი, ვინ გავიდა. იმდენად დამოუკიდებლად ვმუშაობ, რომ მაგ სისტემასთან შეხება არ მაქვს.
რომან ცაგარეიშვილი:
_ მაინდამაინც შეხება არ მქონია კონკურსის თემასთან, თუმცა, კარგი ფორმებით იყო. მისასალმებელია, რომ კონკურსი, ასე თუ ისე, საჯაროდ ჩატარდა.
აკაკი იმნაიშვილი:
_ არა, ნამდვილად არ გაამართლა.
თამუნა კალანდარიშვილი:
_ კონკურსთან დაკავშირებით ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. თავიდან, როდესაც გამოცხადდა ეს კონკურსი, იმედი მქონდა, რომ პროგრესულად ჩატარდებოდა, ახალ სახეებს შეეძლებოდათ მიეღოთ ამ კონკურსში მონაწილეობა; თბილისში წასულ ახალგაზრდებს შანსი ეძლეოდათ, ჩამოსულიყვნენ ოზურგეთში და მუშაობა დაეწყოთ, მაგრამ კარგად ვიცით, როგორ ჩატარდა ყველაფერი. მოვუწოდებ ყველას, თუ ასე ფარსი იქნება მომავალი კონკურსები, არ მიიღოთ მასში მონაწილეობა!
მაია კუკულაძე:
_ თავად ვიყავი კონკურსანტი და ჩემი იმედები ნამდვილად არ გაამართლა. ერთი რამ მოგვცა მხოლოდ ამ კონკურსმა _ ადამიანებმა ისწავლეს კანონები.
ქეთევან ნაკაშიძე:
_ ჩემთვის ეს იყო ბურუსით მოცული გაუგებრობა. ადგილობრივ ხელისუფლებას დასამტკიცებელი აქვს, რისთვის დაიხარჯა დრო, ფინანსები და ხალხის ენერგია!
ზაზა ქავზინაძე:
_ თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ტენდენციური იქნებოდა და ასეც მოხდა.