ნანა მგალობლიშვილი:
_ პრესის აქტიურობა _ გულწრფელად ვამბობ. როცა უბანზე "გურია ნიუსმა" კამერა დააყენა, გაჩნდა განცდა, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებდნენ. დაპირებებიც დამამახსოვრდა _ მეგონა, რომ რადიკალურად, ასი პროცენტით შეიცვლებოდა სიტუაცია ჩოხატაურში. ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა. პირველი შემთხვევა იყო ჩემ ცხოვრებაში, რომ არჩევნებზე მივედი _ არასდროს ვყოფილვარ. ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის, თუნდაც, რაც კონკრეტულად მე შემემთხვა _ ჩემს ძმისშვილს სახლი დაეწვა, რადგან სახანძრო სამაშველო ეკიპაჟმა ვერ მოახერხა დროულად მისვლა. ეს კი წინა ხელისუფლებას დააბრალეს _ მათი მემკვიდრეობააო. ამაზე საუბარი ხომ უნდა დამთავრდეს?
ელგუჯა კალანდაძე:
_ თვითმმართველობას ერთ დროს თვითგვემა ვუწოდე. "შეცვლის თუ არა თვითმმართველობა თვითგვემას" _ ასეთი სახელწოდებით სტატია "გურია ნიუსშიც" გამოვაქვეყნე 2000 წლის არჩევნების დროს. და უკვე მერამდენედ მიდის ეს თვითგვემა…
მაია გოგიბერიძე:
_ ალბათ ის, რომ მშვიდი გარემო იყო.
თამაზ ტრაპაიძე:
_ დაპირებები, რომლებიც ასრულდა.