ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებმა, კომისიების მხრიდან გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს, რომლებიც საკრებულოს წევრებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.
"საკრებულოს კომისიების აქტიურობასა და გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული საკრებულოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანი გახორციელება. კომისიების ყოველთვიური ანგარიშები, რომლებშიც შესაბამისი გეგმა–გრაფიკების მიხედვით შესრულებული სამუშაოები აისახება, კიდევ უფრო გააქტიურებს მათ ქმედითუნარიანობასა და პასუხისმგებლობას, როგორც საკრებულოს, ისე მოსახლეობის წინაშე", – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.