დაბა ურეკში, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ ლანჩხუთის "გურიას" ორი უკრაინელი ფეხბურთელი შეუერთდა. კლუბის მთავარი მწვრთნელის, თემურ ლორიას ინფორმაციით, ბელორუსული კლუბიდან 26 წლის თავდამსხმელი შეველიურა და დონეცკის "ოლიმპიდან" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი კონოვალოვი "გურიაში" აპირებენ კარიერის გაგრძელებას.
სასიამოვო სიახლეა ისიც, რომ კლუბს დაუბრუნდა ვილი ისიანი, რომელიც შარშანწინ "გურიას" მთავარი მეგოლე იყო და გასულ წელს მშობლიურმა ბოლნისის "სიონმა" დაიბრუნა კიდეც. ვილიმ გასულ შემოდგომაზე ევროთასებზე გამოიჩინა ტავი და რამდენიმე გოლიც გაიტანა. თუმცა, შემდგომ მშობლიურ კლუბს ვერ შეეწყო და ხელმეორედ დაუბრუნდა "გურიას".