ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში მცხოვრებმა ჯუდუ ქაჯაიამ და დაბა ნასაკირალში მცხოვრებლებმა მზია ვანაძემ, ხელი ოფიციალურად მოაწერეს, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ბრალდებულის ინტერსების დამცველმა, მანუჩარ გოგრიჭიანმა აცნობა.
რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები, 19 წლის მზია ვანაძე, დაბა ლაითურში მცხოვრებმა ჯუდუ ქაჯაიამ მოიტაცა.
შემთხვევა დაბა ნასაკირალის ცენტრში, 27 იანვარს მოხდა. პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებული მზია ვანაძის მამამ, სულიკო ვანაძემ აცნობა და სთხოვა დაედგინათ გატაცებული შვილის ადგილსამყოფელი.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატაცებულს სოფელ ბაილეთში მიაგნეს. გამტაცებლებს 7 -დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მანამდე კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს 9 ათასი ლარი გირაოს სახით დაეკისრათ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 18 მარტს გაიმართება.
ამავე თემაზე: ვინ ჩაიდინა დანაშაული – გამტაცებლებმა, დაზარალებულის მამამ თუ პოლიციამ?