ბათუმში, ორბელიანისა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგმოზე, გვიან ღამით სატვირთო ავტომობილები გაქურდეს.
რამდენიმე ავტომობილს, დილით, აკუმულატორი არ აღმოაჩნდა. შემთხვევის შემდეგ, დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
მიმდინარე წელს, ამ ადგილას, ქურდობის ეს პირველი შემთხვევაა, თუმცა, შარშან აქ ორჯერ გაქურდეს ავტომობილები. ერთხელ კი ავტომანქანა გაიტაცეს და მფლობელმა იგი ერთ-ერთ სოფელში მიტოვებული და გაძარცვული იპოვა.
სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.
ბოლო პერიოდში, აჭარაში ავტომობილების დაწვის დაახლოებით ხუთამდე შემთხვევა დაფიქსირდა, ძარცვისა და გაქურდვის შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია.