გურჯაანის საკრებულოს წევრის ზურაბ სეფიაშვილის თხოვნას, რომ მიეღო განმარტება რატომ დაიხარჯა წინასაახალწლოდ მხოლოდ 10 500 ლარი სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად და 193 400 ლარი პრემიებზე, "ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრების აგრესია მოჰყვა:
"პრემიების თემით აპელირება არ შეიძლება. პრემიები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. თვით პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი“, – განაცხადა ლევან ხაზიურმა.
"პრემია ილია მეორის კურთხევით არის“ – აღნიშნა ზაქარია ქაჩლიშვილმა.
აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა (იხ.ლინკი) გამოაქვეყნა.