კახაბერ შუშანაშვილს, რომელიც 2010 წელს თანამზრახველებთან ერთად დააკავეს, ბრალი ფულის გათეთრებაში, მკვლელობაში, იარაღის უკანონო შენახვაში და სხვა დანაშაულებებში ედება. მასთან ერთად მსგავს დანაშაულებში ბრალდება 20-მდე მოქალაქეს აქვს წაყენებული. იუწყება ესპანურენოვანი ონლაინ გამოცემა www.elmundo.es-ი.
ამ საქმესთან დაკავშირებით ესპანელი პროკურორები აღნიშნავენ, რომ შუშანაშვილი საბერძნეთში დაკავებულ საკუთარ ძმასთან შეთანხმებით მოქმედებდა და მათ დაჯგუფებას, რომელიც იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში მოქმედებდა, საერთაშორისო ხასიათი ჰქონდა.
გამოყენებულია www.elmundo.es-ის ინფორმაცია