მსოფლიოს ექსპერტებმა საფრანგეთი საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნად აღიარეს.
საფრანგეთმა წინ გაუსწრო თავის კონკურენტებს ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა მომსახურებისა და საქონლის ღირებულება, გართობა, უშიშროების დონე და ეკოლოგიის საერთო მდგომარეობა.
კვლევების თანახმად, ფრანგებს შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ ალპებში თხილამურებით ისრიალონ და დაისვენონ რივიერას პლაჟებზე. ამას გარდა, კვლევების ავტორების მტკიცებით, საფრანგეთში ჯანდაცვის საუკეთესო სისტემაა, ორსაათიანი შესვენება სადილობისას და მსოფლიოში საუკეთესო ღვინო.
ცხოვრებისთვის ყველაზე საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ ახალი ზელანდია, შვეიცარია, გერმანია და ავსტრალია. დიდმა ბრიტანეთმა რეიტინგში მხოლოდ 25-ე ადგილი დაიკავა. აღმოჩნდა რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები ძალზე ბევრს მუშაობენ და მუდმივად გადაღლილები არიან. ამას გარდა, თავის სამხრეთელ მეზობლებთან შედარებით, ნაკლები დასვენების დღეებიც აქვთ.
წინა წელთან შედარებით ამერიკის შეერთებული შტატები მესამე ადგილიდან მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა. კვლევების ავტორებმა განმარტეს, რომ ამერიკული ოცნების განხორციელება სულ უფრო მეტ ამერიკელს ეცლება ხელიდან და ის ნაკლებად მიმზიდველ ქვეყნად ჩათვალეს. რეიტინგის მერვე ადგილი დაიკავა ბელგიამ, მეცხრე ადგილზეა კანადა, მეათეზე – იტალია.