სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა N17 დაწესებულების დირექტორი.
უწყების განმარტებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 01 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოხდა ინციდენტი.
კერძოდ, ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულზე ძალადობის შემთხვევას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მოთავსებული 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიეცნენ.
მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა N17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 332-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.