2015 წლის 10 თებერვალს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოიტანა და ბრალდებული ზურაბ გორგაძე დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და ელვარდ მიმინოშვილისა და იოსებ ჭელიძის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითა და 109-ე მუხლით.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის 12 მაისს ლისის ტბის დასახლებაში მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოებისას ზურაბ გორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა იოსებ ჭელიძე და ელვარდ მიმინოშვილი.
ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ გორგაძეს სასჯელთა შთანთქმის შედეგად საბოლოოდ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული აღნიშნული ვერდიქტი უპრეცედენტოა საქართველოში.