პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის შესაძლო არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენის შესახებ საუბრით, საკითხი ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა.
ნინო ბურჯანაძე გამოძიების არსებული მასალების გასაჯაროებას ითხოვს.
„ნამდვილად ვერაფერს გეტყვით და არა მგონია, რომ ამ თემაზე საერთოდ ეს ზღვარგადასული განხილვები უნდა გაგრძელდეს. დიდი ხანია ამბობენ, რომ საქმე გამოძიებული და გახსნილია. თუ ყველაფერი ნათელია და თუ რამის თავი აქვს პროკურატურას, გამოძიების შედეგი დადონ. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს საკითხი არამარტო პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ