მინსკში მიმდინარე შეხვედრა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას ეხება, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რამდენიმე წუთით დატოვა, შემდეგ კი ისევ უკან დაბრუნდა.
ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი ინტრიგა გააჩინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოროშენკოს მიერ შეხვედრის დატოვების მიზეზი არც თუ ისე დამაინტრიგებელი იყო _ შეხვედრიდან დროებით გამოსული პრეზიდენტი უკრაინის გენშტაბს ესაუბრებოდა _ ყოველ შემთხვევაში, ასე იუწყება უკრაინის მედია.