ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესებულია. თუმცა, მისივე თქმით, არის რამდენიმე უწყება, სადაც სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.
"კარგი არის ის, რომ გაუმჯობესება დაეტყო მთავრობის ადმინისტრაციას. მთავრობის ადმინისტრაცია ჯილდოვდება როგორც საუკეთესო გაუმჯობესების მაჩვენებელი. კარგი არის, რომ წელს პირველად გამოიკვეთა დევნილთა სამინისტრო. შარშანდელი შედეგი – 100%-იანი მაჩვენებელი გაიმეორა გარემოს დაცვის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, მათ შორის როგორც არის სახალხო დამცველის აპარატი და სხვები.
აღსანიშნავია ერთი ტენდენცია, რომ 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს ისეთმა საჯარო დაწესებულებმა რომლებიც ძალიან დიდი რაოდნეობით საიდუმლო ინფირმაციას ფლობენ, მაგრამ კარგად გამიჯნეს მათ რა არის საიდუმლო ინფორმაცია და რა არასაიდუმლო", – განაცხადა კლდიაშვილმა და ასეთ უწყებებად საგარეო დაზვერვის სამსახური და ეროვნული უშიშროების საბჭო დაასახელა.
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტს მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტრომ როდესაც ჩვენ ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანეთ და მან რეაგირება არ მოახდინა. საუბარია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე, მინისტრმა დაავალა საჯარო ინფორმაციის გაცემა, მაგრამ მათ ეს არ განახორციელეს. ამაზე გვქონდა დავა", – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.