"თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან:
_ პრემიერის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მის არაკვალიფიციურობაში. მას სჩვევია, რომ საკუთარი უნიათობა და უუნარობა სხვებს გადააბრალოს და პასუხისმგებლობა თავად არაფერზე აიღოს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სამინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერ – მინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა. სწორედ ჯანელიძემ დაასაქმა მაღალ თანამდებობზე გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები.
პრემიერმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აფასებს ადამიანებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მითითება მისცა თავდაცვის მინისტრს, რომ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დაახარისხოს და ისე გაუშვას სამსახურებიდან.
ის მიდგომები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უკეთებს დემონსტრირებას, ძირს უთხრის ძალოვან სტრუქტურებს.
აქვე ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიციაში არსებულ ვითარებაზე მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაშინდელმა შსს მინისტრმა ღარიბაშვილმა. მთავარი რაც საფუძველს ურყევს სამართლდამცავებს არის სწორედ ის, რაც პრემიერისგან დღეს ჩვენ გვესმის.
რაც შეეხება ირაკლი ალსანიას, საზოგადოებას გავახსენებთ, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობიდან გაათავისუფლა ის 10 მაღალჩინოსანი, რომლებიც ოჯახის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ სერგო თეთრაძის მკველობის საქმეში, _ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.