"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები, ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი გურიაში ორ შეხვედრას გამართავს.
"14 თებერვას, შაბათს პირველი შეხვედრა გაიმართება ლანჩხუთში. ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი შეხვდებიან მოსახლეობას, რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ის ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება, სადაც პარტიის წევრებთან მოხდება გასაუბრება". – გვითხრა "თავისუფალი დემოკრატების წევრმა, თემურ სალუქვაძემ.