ახალგაზრდობაში სიკვდილის რისკის კატეგორიაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე უცოლო მამაკაცები აღმოჩნდნენ და ამ საკითხში საკმაოდ უსწრებენ შინაბერებს.
მეცნიერების აზრით, 50 წლის ასაკამდე იმ მამაკაცების სიკვდილიანობა, რომლებიც 19-დან 44 წლამდე არ დაქორწინდნენ 58 პროცენტით მაღალია, ვიდრე დაქორწინებულების.
გამოკვლევები ამერიკის შეერთებულ შტატებში 70 ათას მამაკაცზე ჩატარდა. გაითვალიწინეს მოსახლეობის აღწერისა და სიკვდილიანობის მონაცემები 2001-2014 წლების პერიოდში. გამოკითხვის მონაწილეთა ნახევარი დაქორწინებული იყო, ყოველი მეათე – ქვრივი, ყოველი მეხუთე კი – მარტოხელა.
მარტოხელა მამაკაცების მდგომარეობა მძიმე სოციალური იზოლაციაა. სწორედ ეს ზრდის ადრეული სიკვდილის რისკს.
უცოლოებს მეტად ახასიათებს მიდრეკილებები მავნე და საშიში ჩვეულებებისადმი. მაგალითად, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, მწეველობის მიმართ. მარტოხელებს შორის გაცილებით მეტია ჰომოსექსუალისტი.

















































.jpg_6875.jpg)




















