საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მისი განცხადებებით საკუთარ დელეგიტიმაციას ახდენს.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.
"როდესაც უმრავლესობის ლიდერი თავისსავე განცხადებაში ხაზგასმით ამბობს ორჯერ რომ მე არა ვარ ვალდებული ველაპარაკო უმრავლესობის წევრებს, ამით ის ახდენს თავისი თავის დელეგიტიმაციას," – ამბობს ქუცნაშვილი.
"ქართული ოცნების" რამდენიმე წევრს, მათ შორის, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს, არაკონსტიტუციურად მიაჩნია დავით საგანელიძესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური წარსულის არმქონე პირი უნდა იყოს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" 18-მა დეპუტატმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და საგანელიძე არაკოორდინირებულ მუშაობასა და პრეზიდენტთან ერთად ანტიკონსიტუტციური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.
როგოც საგანელიძე აცხადებს, მან ფრაქციების თავმჯდომარეებს უმრავლესობასთან კონსულტაციებზე ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდა.