სილვესტერ სტალონეს მეუღლემ, ჯენიფერ ფლავინ სტალონემ 25 წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება მოითხოვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პეტიცია გასულ კვირას შევიდა სასამართლოში, ფლორიდაში, პალმ ბიჩში, სადაც წყვილი სახლს ფლობს.
როგორც ცნობილია, ის ითხოვს ექსკლუზიური გამოყენების უფლებას ფლორიდაში მდებარე სახლზე და მათი აქტივების წილების უმეტესობას, ამტკიცებს, რომ მსახიობმა განზრახ გაფლანგა ფული, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.
სტალონეს ჯერ არ გაუკეთებია პასუხი განქორწინების შუამდგომლობაზე.
ცნობისთვის, ეს სილვესტერ სტალონესთვის მესამე ქორწინებაა.