რამდენიმე დღის წინ სამშობლოში, აფხაზეთში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 22 იდენტიფიცირებული ცხედარი გადმოასვენეს და 20 მათგანი სამების ტაძარში დაასვენეს, რომელთა ნაწილს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
აფხაზეთიდან გადმოსვენებული ცხედრების სიას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აქვეყნებს.
თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).
ჩამონათვალში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მამათის მკვიდრის დავით ღლონტის სახელიცაა ფიგურირებს, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა და 1993 წელს სოხუმში დაიღუპა.
„დათოს ცხედრას მშობლიურ სოფელში დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და კვირას დაკრძალავენ“, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ მამათში გელა პატეიშვილმა.