ამ წუთებში, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილთან და პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან თემურ სალუქვაძესთან და სხვებთან ერთად ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას მართავენ.
შეხვედრას ესწრებიან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის წარმომადგენლები.
აქვე იმყოფებიან საჯარო მოხელეები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, ლევან თოიძე, ქ. ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი ირინა კოპალეიშვილი.
შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.