პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ლანჩხუთელი ახალგაზრდა რეჟისორის, დაჩი დარჩიას მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ისაუბრა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლანჩხუთელებს სიმართლის გარკვევასაც დაჰპირდა.
„მე, რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, პირობას გაძლევთ, პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს და ყოველნაირად დავეხმარები დაჩის ოჯახს სიმართლის გარკვევაში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ დაჩი დარჩია გასული წლის სექტემბერში, თბილისში, ცივი იარაღით მოკლეს.