უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსული არტილერია დებალცევოს დასახლებულ რაიონებს განუწყვეტლივ ბომბავს.
"რუსული ტერორისტული ჯარები, ვერ შეძლეს რა გაერღვიათ უკრაინული არმიის პოზიცია დებალცევოსთან, უკვე მეორე დღეა, ქალაქის დასახლებულ რაიონებს განუწყვეტლივ ბომბავს", _ აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.
"მიუხედავად მინსკის ხელშეკრულებისა, რუსული ჯარები ცდილობენ, მიწასთან გაასწორონ დებალცევო, თუმცა, მათ ისიც იციან, რომ ქალაქში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოსახლეობაა. უფრო მეტიც, ტერორისტული ორგანიზაციის _ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ ცნობს მინსკის ხელშეკრულებას და არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რუსეთის ფედერაციას და მის კონტროლქვეშ მყოფ ტერორისტებს არ უნდათ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება", _ აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო.