ნიკა მელია თბილისის მერიას პასუხობს და უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს.
"2015 წლის 1 იანვრიდან წინა წლებთან შედარებით გასაცემი სახელფასო დანამატები გაეზარდათ:
ვიცე მერის აპარატის უფროსი: 2014 წელი – 510 ლარი; 2015 წლის 1 იანვრიდან – 1 700 ლარი.
მერის მოადგილის აპარატის უფროსი: 2014 წელი – 510 ლარი; 2015 წლის 1 იანვრიდან – 1 700 ლარი მერს ჰყავს 4 მოადგილე).
მერის მრჩეველი: 2014 წელი – 1 300 ლარი; 2015 წლის 1 იანვრიდან – 1 700 ლარი ( მერს რამდენიმე მრჩეველი ჰყავს).
ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსი: 2014 წელი. 510 ლარი; 2015 წლის 1 ინვრიდან 1 500 ლარი
მერის წარმომადგენელი საკრებულოში: 2014 წელი – 850 ლარი, 2015 წლის 1 იანვრიდან – 1 700 ლარი
კომუნიკაციების სამსახურის უფროსი მოადგილე: 2014 წელი – 495 ლარი; 2015 წლის 1 იანვრიდან – 1 000 ლარი.
შეგახსენებთ ეს მხოლოდ გაზრდილი სახელფასო დანამატებია. დანამატის მიღმა ეს ბატონები/ქალბატონები იღებენ პრემიას და ხელფასს.
გაუგებარია:
1) რატომ და რა დამსახურებით გაეზარდა 2015 წლის 1 იანვრიდან სახელფასო დანამატი (მხოლოდ) ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს?!
2) რატომ უარყოფს ნარმანია 2014 წლის 31 დეკემბერს გამოცემულ თავისევე ბრძანებას?!
3) მერია თავის პრესს სამსახურს რატომ აიძულებს გაავრცელოს აბსოლუტურად არასწორი საპასუხო განცხადება?!"_ წერს მელია.
შეგახსენებთ, გუშინ, მელიამ აღნიშნა, რომ თბილისის მერმა 2014 წლის 31 დეკემბერს გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მერიის თანამშრომლები ხელფასთან და პრემიასთან ერთად, გასამმაგებულ სახელფასო დანამატს 2015 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებდენ. რასაც მოგვიანებით თბილისის მერიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლებს – მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, მერის მრჩეველსა და მერიის ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსს 2015 წლის 1 იანვრიდან ეძლევათ ხელფასის ერთმაგი ოდენობის დანამატი.