კითხვას იმის შესახებ, რომ ბევრი საუბრობს ალასანია-მარგველაშვილის შესაძლო ალიანსზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პასუხობს – "ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ".
როგორც ივანიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება.
"პოლიტიკური სპექტრი უნდა გამდიდრდეს და გაძლიერდეს, თუმცა, ყველას ერთი საზომი ექნება – პოლიტიკოსის კერძო ინტერესები ქვეყნის ინტერესებს უნდა ემთხვეოდეს.
როცა ამ ორ საკითხში აცდენა დაფიქსირდება, მეც და სხვებსაც შესაბამისი რეაქცია გვექნება. საქართველო ვერც ერთი პარტიის, ვერც ერთი გუნდისა და ვიწრო ჯგუფის მოსამსახურე ვერ გახდება. ეს დაავადება გადავიტანეთ. ძმაკაცობა კარგია, მაგრამ საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება. კი ბატონო, საქართველო იყოს მთლიანად საძმაკაცო, მაგრამ ერთ საძმაკაცოს ქვეყნის ინტერესები ვერ შეეწირება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.