ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროპაში მცხოვრებ ებრაელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისკენ
„ევროპის მიწაზე რელიგიური ნიშნით ისევ იღუპებიან ებრაელები. მართალია, ჩვენი ერის წარმომადგენლებმა ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაიცვან მშვიდობა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით მათ, ჩვენს დებსა და ძმებს – ისრაელი თქვენი სახლია. ჩვენი მთავრობა უკვე მუშაობს ევროპიდან ემიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე“ – ასეთი განცხადება გააკეთა ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავრობა გეგმავს 40 მილიონი ევროს დახარჯვას საფრანგეთში, ბელგიასა და უკრაინაში ემიგრირებული ებრაელების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სტიმულირებისთვის.
იმავე სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ტოტალური ომი გამოუცხადოს ტერორიზმს რელიგიურ ნიადაგზე, ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო evronews.