"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიის სატყეო სააგენტოს უფროსად, კახა ღლონტი დაინიშნა, რასაც თავად ღლონტიც ადასტურებს.
"გიდასტურებთ, რომ დავინიშნე გურიის სატყეო სააგენტოს უფროსად და დღეიდან შევუდექი მუშაობას".
კახა ღლონტი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძე თანაშემწე იყო. მანამდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "ქრისტიან-დემოკრატების" ოზურგეთს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.