საქართველოს შვედი მეგობრები ქართულ-შვედურ ურთიერთობებში შეტანილი წვილილისთვის დაჯილდოვდნენ.
ქართულ-შვედურ ურთიერთობებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩა, კონსტანტინე ქავთარაძემ საელჩოს სამახსოვრო მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა საქართველოში შრომითი ბაზრის შესწავლისა და განვითარების პროექტის მონაწილეები, შვედეთის პროფკავშირების კონფედერაციის ექსპერტები ბენგტ იოჰანსონი, იორან პეტერსონი, რაგნარ გუსინგი და ოკე ცეტერმარკი, ასევე, შვედეთის სამთავრობო სააგენტოს „შვედეთის სავაჭრო საბჭოს“ აღმოსავლეთ ევროპის პროექტების მენეჯერი შერსტინ ნორდინი.
შეხვედრის ფარგლებში კონსტანტინე ქავთარაძემ ასევე საზეიმოდ გახსნა მეგობართა ასოციაციის წევრის, თბილისში დაბადებული და ამჟამად შვედეთში მცხოვრები ფოტოხელოვანის მიხეილ ნასბერგის პერსონალური გამოფენა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ სიტყვით გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის ჩამოყალიბება, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში შვედური ინვესტიციების მოზიდვაა.
მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ბუნებისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის ამსახველი პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც მათ საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა პერ ეკლუნდმა გააცნო.
საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა საქართველოს საელჩში უკვე მესამედ ჩატარდა და ის უკვე ტრადიციულ ხასიათი ატარებს.
ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისება და შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციაა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ შვედ მეგობართა ასოციაცია თავის საანგარიშო შეხვედრებს საელჩოში ატარებს.