ინფორმაციას ამის შესახებ, "ინტერფაქს-უკრაინა" ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მიიღო საბუთები უკრაინაში მყოფი საქართველოს მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ.
"ასეთი მოთხოვნა არსებობს, რომელიც ქართველი კოლეგებისგან მივიღეთ. გენერალური პროკურატურა ამჟამად ახორციელებს საექსტრადიციო შემოწმებას ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით", – განუცხადეს სააგენტოს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.