"ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული", – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
"სასაცილოა, რომ გაყალბდა სოსანაშვილთან დნმ. ვიდრე მოხდებოდა მისგან დნმ-ის ნიმუშის აღება, გაცილებით ადრე იყო პროკურატურისთვის ცნობილი შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილზე კვალი. ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა რომ დნმ-ს კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო არ ვიცოდით. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება და სოსანაშვილამდე შემოწმებული იქნა სხვა მოქალაქეებიც. იმის მტკიცება, რომ დნმ-ს ჩადება მოხდა, სასაცილოა. დნმ-ის ნიმუშის აღებას ესწრებოდა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები.
დაკავების შემდეგ მოხდა მისგან დნმ-ის აღება, რომელიც დაემთხვა საფლავზე ამოღებულ ნიმუშს. გამოძიება გრძელდება, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გია სოსანაშვილი საფლავის მიმდებარედ დაინახეს", – განაცხადა შოთაძემ.