ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენს, რომელიც მერიას 2-ჯერ გათავისუფლებული მურთაზ აბაშიძის სამსახურში აღდგენას აკისრებდა, სამართლოს უწოდებს.
სიორიძის თქმით, ის განაჩენის აღსრულებას არ აპირებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
ცნობისთვის, ოზურგეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართე მარინა კიკნაძემ, აბაშიძის სარჩელი დააკმაყოფილა და ქალაქ ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აბაშიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ბათილად სცნო.
სასამართლომ მერიას მურთაზ აბაშიძის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დააკისრა.
ა. (ა) ი.პ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორი მურთაზ აბაშიძე 2014 წლის 1 დეკემბერს ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ გაათავისუფლა. მოგვიანებით, სასამართლომ ის დაკავებულ პოზიციაზე აღადგინა.
"2014 წლის 30 ოქტომბრის # 354 -14 საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის " ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის" დირექტორის თანამდებობაზე აღდგენილი იქნას მურთაზ აბაშიძე და აუნაზღაურდეს სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან დღემდე იძულებით განაცდური ხელფასი."
თუმცა, სამსახურში აღდგენიდან მომდევნო დღეს, სიორიძემ იგი კვლავ გაათავისუფლა შემდეგი მიზეზით: შიდა აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, ა. (ა) ი.პ. „ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის" 2014 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრის ჩათვლით ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტით შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევების, შეუსაბამობის და შენიშვნების გათვალისწინებით შეფასებულია მაღალი რისკის შემცველად, ზემოთ აღნიშნული დარღვევებისა და შიდა აუდიტის აქტით შეფასებული სხვა დარღვევების საფუძველზე ა.(ა)ი ..პ " ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის" დირექტორი მურთაზ აბაშიძე განთავისუფლდეს ა.(ა) .პ. დირექტორის თანამდებობიდან."
აბაშიძემ მერიის ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა და დღეს, სასამართლო კიდევ ერთხელ მოიგო.