ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დედაქალაქის მერიაში მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
მემორანდუმის მიზანია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, ურთიერთთანამშრომლობის გზით, გარემოს დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციისათვის გამწვანებითი ღონისძიებების ჩატარება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეთა შორის ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაცია.
მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, თბილისის მერია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად.