_ ეს ინფორმაცია მეც მაქვს. ოფიციალურად ჯერჯერობით განმარტებები არ კეთდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩიჩუას დაკავება მის დღევანდელ სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება. ადრე ბიზნესი ჰქონდა და როგორც ვიცი ეს თემებია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
გულნარა ჩიჩუა უფასო სასადილოს დირექტორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მანამდე ის სოფელ აკეთის რწმუნებული იყო.
































































