სოფო კვირჩილაძე:

_ ჯერ ამაზე არ მიფიქრია, თუმცა, რა ვადებშიც არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, მე, როგორც ახალგაზრდა, მხარს იმ პარტიას დავუჭერ, ვის პროგრამაშიც მეტად იქნება გათვალისწინებული ახალგაზრდების ინტერესები.
ქეთევან მანტკავა:

_ ვადამდელი და საერთოდ, ნებისმიერი არჩევნების შემთხვევაში, მხარს იმ პარტიას დავუჭერ, რომლის საარჩევნო პროგრამაშიც ქვეყნის სამომავლო ინტერესები მეტად იქნება გათვალისწინებული, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
გრიგოლ ჯაფარიძე:

_ ვფიქრობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. არჩევნები, ჩემი აზრით, კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩატარდეს.
ზურაბ ჯიჯიეშვილი:

_ კოალიცია "ქართულ ოცნებას".
ვალიდა დევიძე:

_ არც ერთს _ ყველამ გამანადგურა!
იზოლდა სანიკიძე:

_ ჯერ არ დავფიქრებულვარ, ალბათ, "ქართულ ოცნებას".
მანანა ალანია:

_ არ ვიცი, არ გადამიწყვეტია.
ნუნუ ბერიძე:

_ ბურჯანაძეს.
გელა დოლიძე:

_ ცოტა დასაფიქრებელი ამბავია, ასე არ შემიძლია თქმა. თავს ვიკავებ პასუხისგან. ვნახოთ, გაზაფხული როგორ გადაგორდება და მერე მექნება პასუხი.
ჯემალ გუდაძე:

_ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.

































































