იმერეთის რეგიონის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა.
ახალი სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ზაზა მეფარიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ დატოვა.