"ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები მანდარინები იყო. ორჯერ მოხდა ეს, რეაქციები ძალიან კარგი იყო," _ ეს განცხადება "მანდარინების“ რეჟირსორმა ზაზა ურუშაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, უსამართლობა არ მომხდარა:
_ "იდაც“ კარგი ფილმია, არ მომხდარა უსამართლობა და მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმში დასახელება მნიშვნელოვანია, _ აღნიშნა ურუშაძემ, რომლის განმარტებით მათ უკვე აქვთ შემოთავაზებები სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიიდან.
ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი ნაკაშიძეც აღნიშნავს, რომ ხუთეულში მოხვედრა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.