ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა და დასძინა, რომ ასევე არ იგეგმება შტატების შემცირებაც.
"ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ეს არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას, არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის შემცირებას. სხვა უამრავი ხარჯიც არსებობს ადმინისტრაციული რომელთა შემცირება შესაძლებელია," – განაცხადა მინისტრმა.